სიახლეები
-
30 ოქტომბერი 2014
სერტიფიკატების გაცემა!
გაცნობებთ, რომ დამზადდა 2014 წლის 27 სექტემბრის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის სერტიფიკატები.
სერტიფიკატების გაცემა იწარმოებს 30 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა9:30 სთ-დან 18:30 სთ-მდე (შესვენება 13:30-14:30 სთ.)
-
27 ოქტომბერი 2014
შეტყობინება!
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის კალენდარში შევიდა ცვლილება.2014 წლის 29 ოქტომბრის ნაცვლად სხდომა ჩატარდება 31 ოქტომბერს 11:00საათზე.27 ოქტომბერი 2014 -
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მკვეთრად უარყოფითად აფასებს ორიოდე დღის წინ მომხდარ ფაქტს - საქართველოს პარლამენტის წევრის აკაკი მინაშვილის მიერ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილისათვის შეურაცხმყოფელი შეტყობინების გაგზავნას მის მიერ ბაჩო ახალაიასა და სხვათა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით.
27 ოქტომბერი 2014 -
23 ოქტომბერი 2014
29 ოქტომბერს, დღის 12:00 საათზე, გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
29 ოქტომბერს, დღის 12:00 საათზე, გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხილეთ დღის წესრიგი თანდართული ფაილის სახით.
23 ოქტომბერი 2014 -
15 ოქტომბერი 2014
გამოცხადდა მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აცხადებს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსს.
მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან.
15 ოქტომბერი 2014 -
07 ოქტომბერი 2014
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები დაამტკიცა
საქართველო-ევროკავშირს შორისასოცირების შესახებშეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება ეტაპობრივად დანერგოს ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები. საქართველომ და ევროკავშირმა მიიღეს ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტული საკითხების სამწლიან (2014-2016) გეგმას წარმოადგენს. ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს მართლმსაჯულება წარმოადგენს.
7 ოქტომბერი 2014