სიახლეები
-
16 მარტი 2018
2018 წლის 19 მარტს დაგეგმილია გასაუბრება 3 წლის ვადით დანიშნულ მოსამართლეებთან
2018 წლის 19 მარტს დაგეგმილია გასაუბრება 3 წლის ვადით დანიშნულ მოსამართლეებთან, რომლებიც თანამდებობაზე დანიშნულნი არიან 2015 წლის 1 მაისს.
16 მარტი 2018 -
16 მარტი 2018
2018 წლის 19 მარტს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2018 წლის 19 მარტს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული მეათე საკითხის განხილვის შემდეგ სხდომა დაიხურება.
იხ. დღის წესრიგი.
16 მარტი 2018 -
12 მარტი 2018
გადაწყვეტილების პროექტი „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იხილავს გადაწყვეტილების პროექტს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ. დაინტერესებული პირების და ფართო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს ხსენებული პროექტი გახდეს საჯარო.
აღნიშნული პროექტის განხილვა იგეგმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 19 მარტის სხდომაზე.
12 მარტი 2018 -
09 მარტი 2018
2018 წლის 12 მარტს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2018 წლის 12 მარტს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.
იხილეთ დღის წესრიგი
9 მარტი 2018 -
07 მარტი 2018
განცხადება
მიმდინარე წლის 7 მარტს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების მონიტორინგის შესახებ, რომ თითქოს წესში მუდმივად შედის ცვლილებები და განაწილების პროცესში სასამართლოს თავმჯდომარეებს აქვთ გადაჭარბებული უფლებამოსილება, რაც სიცრუეა და არ შეესაბამება არსებულ რეალობას.
7 მარტი 2018 -
სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო ექსპერტთან
6 მარტს, სასტუმრო იოტაში, USAID-PROLoG-ის ორგანიზებით, მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების მიზნით შემნქილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას USAID-PROLoG-ის საერთაშორისო ექსპერტი ალეშ ზალარი, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, საბჭოს წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
6 მარტი 2018