საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იხილავს გადაწყვეტილების პროექტს „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“. დაინტერესებული პირების და ფართო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს ხსენებული პროექტი გახდეს საჯარო.
აღნიშნული პროექტის განხილვა იგეგმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 19 მარტის სხდომაზე.