სიახლეები
-
22 თებერვალი 2018
44 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ გამწესდა
2018 წლის 22 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართა კენჭისყრა თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებულ იმ მოსამართლეთა უვადოდ გასამწესებლად, რომლებმაც მიმართეს საბჭოს წერილობითი განცხადებით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით 50 კანდიდატიდან უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე, 44 მოსამართლე გაამწესეს.
22 თებერვალი 2018 -
19 თებერვალი 2018
ინფორმაცია კენჭისყრის ჩატარების შესახებ!
22 თებერვალს, 15.00 საათზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, გაიმართება კენჭისყრა იმ მოსამართლეთა უვადოდ გასამწესებლად, რომლებმაც 794მუხლის თანახმად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მომართეს უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით.
19 თებერვალი 2018 -
შეხვედრები ესპანელ მოსამართლესთან
მიმდინარე წლის 15-16 თებერვალს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ევროპის საბჭოს პროექტის სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში ფარგლებში, ესპანელმა მოსამართლე ხუან კარლოს და სილვამ, სამუშაო შეხვედრები გამართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, საბჭოს წევრებთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორთან და დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატთან.
16 თებერვალი 2018 -
15 თებერვალი 2018
2018 წლის 19 თებერვალს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2018 წლის 19 თებერვალს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.
იხ. დღის წესრიგი.
15 თებერვალი 2018 -
The Heritage Foundation - საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობის კრიტერიუმით ევროპის საუკეთესო ოცეულშია
მიმდინარე წლის 9 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, საბჭოს წევრებმა - დიმიტრი გვრიტიშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა The Heritage Foundation-ის კვლევის შედეგები შეაჯამეს.
9 თებერვალი 2018 -
09 თებერვალი 2018
2018 წლის 12 თებერვალს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2018 წლის 12 თებერვალს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
იხ. დღის წესრიგი.
9 თებერვალი 2018