სიახლეები
-
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ევროპის საბჭოს დელეგაცია ეწვია
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეწვია ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფი დემოკრატიის საკითხებზე (GR-DEM) ევროპის საბჭოში ლიტვის, ბელგიის, გერმანიის, უნგრეთის, ლატვიის, ნორვეგიის, შვედეთის და პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლების შემადგენლობით. დელეგაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და წევრებმა უმასპინძლეს.
23 მარტი 2018 -
23 მარტი 2018
7 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ გამწესდა
2018 წლის 23 მარტს 10 საათზე გაიმართა კენჭისყრა თანამდებობაზე იმ მოსამართლეების უვადოდ გამწესების მიზნით, რომლებიც 2015 წლის 1 მაისიდან გამწესდნენ თანამდებობაზე 3 წლის ვადით საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 4(1)პუნქტის შესაბამისად.
23 მარტი 2018 -
ანონსი
2018 წლის 24 მარტს, 12:00 საათზე, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (მის.: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა №19) ჩატარდება საქართველოს მოსამართლეთა XXIII რიგგარეშე კონფერენცია.
23 მარტი 2018 -
22 მარტი 2018
ინფორმაცია კენჭისყრის ჩატარების შესახებ
2018 წლის 23 მარტს 10 საათზე გაიმართება კენჭისყრა იმ მოსამართლეების უვადოდ გამწესების მიზნით, რომლებიც 2015 წლის 1 მაისიდან გამწესდნენ თანამდებობაზე 3 წლის ვადით საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 4(1)პუნქტის შესაბამისად.
22 მარტი 2018 -
21 მარტი 2018
ინფორმაცია
2015 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ, განიხილა მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძის საჩივარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე (116-ე მუხლი სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება) რომელიც არ დააკმაყოფილა. პროცესის მიმდინარეობისას, წესრიგის რამდენჯერმე დარღვევისთვის თამარ ხაჭაპურიძე გაძევებული იყო დარბაზიდან.
გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, თამარ ხაჭაპურიძე სოციალური ქსელით და სახვადასხვა მედია საშუალებებით ავრცელებდა მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ღირსების შემლახველ და მუქარის შემცველ განცხადებებს.
21 მარტი 2018 -
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები
იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მსურველთა მიღებას კურსზე - კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა:
სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში
კურსის ხანგრძლივობა 36 საათი (10 სამუშაო დღე)
სისხლის სამართალში
კურსის ხანგრძლივობა 21 საათი და 30 წუთი (6 სამუშაო დღე)
21 მარტი 2018