2018 წლის 23 მარტს 10 საათზე გაიმართება კენჭისყრა იმ მოსამართლეების უვადოდ გამწესების მიზნით, რომლებიც 2015 წლის 1 მაისიდან გამწესდნენ თანამდებობაზე 3 წლის ვადით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 4(1) პუნქტის შესაბამისად.
უფლებამოსილების 3 წლიანი ვადის გასვლის გამო, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეფასების შედეგების ანალიზისა და მოსამართლესთან გასაუბრების საფუძველზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 4(1) პუნქტით დადგენილი წესით მსჯელობს და სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით, ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე გამწესების შესახებ.
- გოგუაძე ელენე - თბილისის საქალაქო სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
- გულუაშვილი მერი - თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
- კაკაბაძე ხათუნა - თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
- კოპალიანი ირაკლი - თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
- მეშველიანი თამარ - თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
- ფარქოსაძე დიანა - თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
- ქოქიაშვილი მაია - თბილისის საქალაქო სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია