მიმდინარე წლის 15-16 თებერვალს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ესპანელმა მოსამართლე ხუან კარლოს და სილვამ, სამუშაო შეხვედრები გამართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, საბჭოს წევრებთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორთან და დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატთან.
შეხვედრის მთავარი მიზანი დამოუკიდებელი ინსპექტორისა და მისი აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მსჯელობა იყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კონკრეტული რეკომენდაციები მიიღეს ინსპექტორის აპარატის ეფექტიანად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე.