ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო ექსპერტთან

06 მარტი 2018

6 მარტს, სასტუმრო იოტაში, USAID-PROLoG-ის ორგანიზებით, მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების მიზნით შემნქილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას USAID-PROLoG-ის საერთაშორისო ექსპერტი ალეშ ზალარი, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, საბჭოს წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ალეშ ზალარიმ, რომელიც გასულ წელს სასამართლოს სტრატეგიის კომიტეტს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ეხმარებოდა, ამჯერად მოსამართლეთა დაწინაურებისა და შეფასების სტანდარტებთან დაკავშირებით ანგარიში და რეკომენდაციები წარადგინა.

შეხვედრაზე, საერთაშორისო ექსპერტი  სასამართლოს სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესისა და ამ პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ ანგარიშებს გაეცნო და საბჭოს საკუთარ მოსაზრებები გაუზიარა.