2018 წლის 19 მარტს დაგეგმილია გასაუბრება 3 წლის ვადით დანიშნულ მოსამართლეებთან, რომლებიც თანამდებობაზე დანიშნულნი არიან 2015 წლის 1 მაისს.
აღნიშნულ მოსამართლეებს თანამდებობაზე ყოფნის 3 წლიანი ვადა ეწურებათ 2018 წლის 1 მაისს, შესაბამისად თანამდებობაზე დანიშვნამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს გასაუბრებას შემდეგ მოსამართლეებთან:
ხათუნა კაკაბაძე
ირაკლი კოპალიანი
ელენე გოგუაძე
მერი გულუაშვილი
მაია ქოქიაშვილი
დიანა ფარქოსაძე
თამარ მეშველიანი