სიახლეები
-
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისა და კანდიდატთა შერჩევის ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია
2012 წლის 1 ივნისს, 14:00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებული, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისა და კანდიდატთა შერჩევის ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია.
30 მაისი 2012 -
28 მაისი 2012
მესტიის რაიონულ სასამართლოში სტაჟიორთა მისაღები კონკურსი გამოცხადდა
მესტიისრაიონული სასამართლოს სტაჟირებისკომისიააცხადებს კონკურსს მესტიის რაიონულ სასამართლოში სტაჟიორთა მიღებაზე.
28 მაისი 2012 -
22 მაისი 2012
სამუშაო შეხვედრა წინანდალში თემაზე “მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა და დისციპლინური წარმოება”
2012 წლის 22-23 მაისს, წინანდალში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებითა და USAID-ის დაფინანსებული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის JILEPI”-ს ფინასური მხარდაჭერით იმართება სამუშაო შეხვედრა თემაზე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა და დისციპლინური წარმოება”.
22 მაისი 2012 -
საერთო სასამართლოების სისტემაში ხუთი მოსამართლე დაინიშნა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით საერთო სასამართლოების სისტემაში დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული 5 ახალი მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი, ნათია მერაბიშვილი, ხათუნა ხარჩილავა, გიორგი ბუხრაშვილი და ვლადიმერ ხუჭუა.
21 მაისი 2012 -
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ევროკავშირის ქვეყნების მართლმსაჯულების საბჭოების შეხვედრას დაესწრო
2012 წლის 9-11 მაისს USAID-ის დაფინანსებული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ხელშეწყობით მართლმსაჯულების საბჭოების ევროპულმა ქსელმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე გენერალურ ასამბლეაზე დუბლინში, ირლანდიაში მიიწვია.
15 მაისი 2012 -
13 მაისი 2012
მედიატორის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა, თბილისის საქალაქო სასამართლო, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი,გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (EWMI-JILEP) აცხადებს კონკურსს მედიატორის კანდიდატების შესარჩევად.
13 მაისი 2012