2012 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე ოთხმა ახალმა მოსამართლემ ფიცი დადო.
ნათია ბარბაქაძემ, ნათია ბუსკაძემ, ია ლაბაძემ და ვალერი ბუგიანაშვილმა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სამოსამართლეო სწავლების 10 თვიანი კურსი წარმატებით გაიარეს და მოსამართლის ფიცის დადების შემდეგ ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოებში დაინიშნენ მოსამართლის თანამდებობაზე.