მედიისა და ხელოვნების დარგში პირველი კონკურსის, „მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის“ პირობებში შევიდა ცვლილებები. ნამუშევრების მიღების ვადა გაგრძელდა 1 თვით და ბოლო ვადად განისაზღვრა 2012 წლის 28 ოქტომბერი.
„მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის“ პრიზი მიზნად ისახავს მედიისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე პირების მიერ საერთო სასამართლოების მუშაობის გაშუქებას.
კონკურსის ფარგლებში განსაზღვრულია ნომინაციები 5 სხვადასხვა კატეგორიაში: ბეჭდური მედია; ტელევიზია; რადიო; ბლოგი; პლასტიკური ან საშემსრულებლო ხელოვნება.
შედეგების შეჯამება და გამარჯვებულის დაჯილდოვება 2012 წლის დეკემბერში მოხდება.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ კონკურსის წესები ან/და მიმართოთ საკონტაქტო პირს:
ნათია მეტრეველი
ბოჭორმის ქ. 12, თბილისი, 577 722 556
ელ. ფოსტა: n.metreveli@hcoj.gov.ge