2012 წლის 12 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა საზოგადოებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი წარუდგინა.
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის გადაწყვეტილებით, მოსამართლე ილონა თოდუა დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
ილონა თოდუა დაიბადა 1977 წელს დაიბადა ქ. სოხუმში. სამოსამართლეო უფლებამოსილებას ახორციელებს 2007 წლიდან, არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
სამოსამართლეო საქმიანობის პარალელურად იგი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.