საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოლდოვის უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები ესტუმრნენ. იუსტიციის საბჭოს მდივანი - ბატონი ვალერი ცერცვაძე სტუმრებს დეტალურად ესაუბრა იუსტიციის საბჭოს ფუნქციების და მიზნების შესახებ, მიმოიხილა მისი ცალკეული დეპარტამენტების საქმიანობა და ის ახალი მიდგომები, რომლებიც ბოლო წლებში დაინერგა ამ სფეროში.
შეხვედრა განხორციელდა მოლდოვეთის უზენაესი სასამართლოს დელეგაციის 18.-21. სექტემბრის ვიზიტის ფარგლებში, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მოლდოველი კოლეგებისათვის ქართული სასამართლო რეფორმის გაცნობა. დელეგაციას ხელმძღვანელობდა მოლდოვეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - მიხაილ პოალელუი.