სიახლეები
-
დღეიდან მომხმარებელს საშუალება აქვს სასამართლო გადაწყვეტილებებს ახალ ვებგვერდზე გაეცნოს
ecd.court.ge -ზე 2019 წლის სასამართლო გადაწყვეტილებები უკვე ხელმისაწვდომია. პორტალს ეტაპობრივად წინა წლების გადაწყვეტილებებიც დაემატება.
21 ივნისი 2019 -
კენჭისყრის შედეგები
2019 წლის 20 ივნისს ჩატარდა ფარული კენჭისყრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის შემდეგ ეტაპზე კანდიდატთა გადაყვანის მიზნით. კენჭისყრის ბიულეტინში შეტანილი იყო 137 კანდიდატი, რომელთაგან შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავიდა 50 კანდიდატი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ხელმძღვანელობდა. პროცესში არ მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.
20 ივნისი 2019 -
იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელების კონკურსი ივლისში ჩატარდება
იუსტიციის მსმენელობის კანდიდატების რეგისტრაცია 21 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
20 ივნისი 2019 -
სამი წლის ვადით დანიშნული ცხრა მოსამართლე უვადოდ გამწესდა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით სამი წლის ვადით დანიშნული ცხრა მოსამართლე უვადოდ გამწესდა. თითოეულ მათგანს მხარი საბჭოს თოთხმეტივე წევრმა დაუჭირა.
20 ივნისი 2019 -
19 ივნისი 2019
20 ივნისს 12:00 საათზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება
19 ივნისი 2019 -
17 ივნისი 2019
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა დასრულდა
წერითი გამოცდის შემდეგ მიღებული შეფასებით უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო ჯგუფს მისი შეფასების გადასინჯვის მოთხოვნით.
17 ივნისი 2019