ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელების კონკურსი ივლისში ჩატარდება

20 ივნისი 2019

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელების კონკურსი ივლისში ჩატარდება.

კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს მიიღო.

იუსტიციის მსმენელობის კანდიდატების რეგისტრაცია 21 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით ელექტრონულად იქნება შესაძლებელი.

სკოლაში მისაღებ მსმენელთა რაოდენობა 20 ერთეულით განისაზღვრა.