ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამი წლის ვადით დანიშნული ცხრა მოსამართლე უვადოდ გამწესდა

20 ივნისი 2019

სამი წლის ვადით დანიშნული ცხრა მოსამართლე უვადოდ გამწესდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით სამი წლის ვადით დანიშნული ცხრა მოსამართლე უვადოდ გამწესდა. თითოეულ მათგანს მხარი საბჭოს თოთხმეტივე წევრმა დაუჭირა.

ღია კენჭისყრის შედეგებით უვადოდ გამწესდნენ:

1. ივანე აღნიაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლო; ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

2. ნათია გუდაძე - თბილისის საქალაქო სასამართლო; სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

3.დევი დევიძე - გურჯაანის რაიონული სასამართლო

4. გოჩა დიდავა - ქუთაისის საქალაქო სასამართლო; სამოქალაქო საქმეთა კოლეგია 

5. გიორგი კერატიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლო; სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

6. ლავრენტი მაღლაკელიძე - თბილისის საქალაქო სასამართლო; სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია 

7. ირინე ტყეშელაშვილი - რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე გარდაბნის მუნიციპალიტეტში

8. ზვიად შარაძე - თელავის რაიონული სასამართლო

9. ნათია შიოშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლო; სამოქალაქო საქმეთა კოლეგია