ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა დასრულდა

17 ივნისი 2019

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა დასრულდა.

გამოცდის მეორე - წერითი ეტაპი 2019 წლის 15 ივნისს ჩატარდა. მეორე ეტაპზე თერთმეტი გამოსაცდელი მონაწილეობდა.

წერითი გამოცდა წარმატებით ჩააბარა ხუთმა გამოსაცდელმა, აქედან ერთმა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით , ოთხმა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

წერითი გამოცდის შემდეგ მიღებული შეფასებით უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო ჯგუფს მისი შეფასების გადასინჯვის მოთხოვნით. პრეტენზია მიიღება 2019 წლის 17 და 18 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაში 10:00-დან 17:00 საათამდე.

საპრეტენზიო განცხადებები, მას შემდეგ რაც გამოსაცდელი გამოცხადდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, აპლიკანტის პორტალის მეშვეობით მიიღება.