სიახლეები
-
სასამართლო რეფორმის საკითხებზე რეგიონული დიალოგი გაიმართა
2015 წლის 7-11 დეკემბერს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, სასამართლო რეფორმის საკითხებზე რეგიონული დიალოგი -ის ფარგლებში სამი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრები საქართველო უზენაესი სასამართლოში გაიმართა. სამუშაო შეხვედრებს ექვსი ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსია) წარმომადგენლები და ევროპის საბჭოს მიერ მოწვეული ექსპერტები ესწრებოდნენ.
11 დეკემბერი 2015 -
უკრაინის დელეგაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს შეხვდა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სასამართლო რეფორმის საკითხებზე რეგიონული დიალოგის შესახებ პროექტში მონაწილე უკრაინის დელეგაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა.
11 დეკემბერი 2015 -
10 დეკემბერი 2015
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრებას.
სამშაბათს, 11 დეკემბერს გაიმართება მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება. გასაუბრების ინდივიდუალურ დროსთან დაკავშრებით კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
იხილეთ კანდიდატებთან გასაუბრების გრაფიკი.
-
07 დეკემბერი 2015
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრებას.
სამშაბათს, 8 დეკემბერს გაიმართება მეოთხე ჯგუფთან გასაუბრება. გასაუბრების ინდივიდუალურ დროსთან დაკავშრებით კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
იხილეთ კანდიდატებთანგასაუბრების გრაფიკი.
-
04 დეკემბერი 2015
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება!
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრებას.
ორშაბათს, 7 დეკემბრს გაიმართება მესამე ჯგუფთან გასაუბრება. გასაუბრების ინდივიდუალურ დროსთან დაკავშრებით კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
-
04 დეკემბერი 2015
წერითი გამოცდის საპრეტენზიო განცხადებების განხილვის შედეგი
დასრულდა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო განცხადებების განხილვა.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის შეფასებაზე მიღებულ იქნა 6 საპრეტენზიო განაცხადი.
სისხლის სამართლის სპეციალიზაციის 2 საპრეტენზიო განაცხადიდან ორივე გამოსაცდელმა დააგროვა გამსვლელი ქულა, ხოლო სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის 4 განაცხადიდან - ორმა გამოსაცდელმა.
4 დეკემბერი 2015