სიახლეები
-
04 დეკემბერი 2015
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერით გამოცდის შედეგები
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერით გამოცდაზე მონაწილეობა მიიღო 43 გამოსაცდელმა.
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის 20 გამოსაცდელიდან გამოცდა წარმატებით ჩააბარა 15-მა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციის 22 გამოსაცდელიდან გამოცდა წარმატებით ჩააბარა 16-მა, ხოლო საერთო სპეციალიზაციის 1 გამოსაცდელმა ნიკოლოზ გულუამ მიიღო 17 ქულა.
4 დეკემბერი 2015 -
03 დეკემბერი 2015
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრებას.
ხვალ 2015 წლის 4 დეკემბრს გაიმართება მეორე ჯგუფთან გასაუბრება. გასაუბრების ინდივიდუალურ დროსთან დაკავშრებით კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
იხილეთკანდიდატებთან გასაუბრების გრაფიკი.
3 დეკემბერი 2015 -
03 დეკემბერი 2015
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების განცხადება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მიზანშეწონილად მივიჩნევთ გავაკეთოთ განცხადება 2015 წლის 2 დეკემბერს ტელევიზიის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ, ყოველგვარი ეთიკის ნორმების უგულვებელყოფით გამოთქმულ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე მოქმედი უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის მიმართ.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, როგორც ჩანს სჭირდება შეხსენება, რომ ნებისმიერი გამოთქმული კრიტიკა უნდა იყოს დასაბუთებული, არგუმენტირებული, არ შეიცავდეს ადრესატის პიროვნების შეურაცხყოფას და მით უფრო, ცილისმწამებლურ ბრალდებებს, რაც აშკარად სცილდება გამოხატვის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებული ფარგლებს.
გვაქვს მოლოდინი, რომ სამოქალაქო სექტორი სათანადო ყურადღებას მიაქცევს, როგორც მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის პროცესების გამჭვირვალობას, ასევე შესაბამის შეფასებას მისცემს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართ ზეწოლის მცდელობის მსგავს ფაქტებს.
3 დეკემბერი 2015 -
03 დეკემბერი 2015
საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის განცხადება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსის თაობაზე გამოხატულ არაერთგვაროვან რეაქციებთან დაკავშირებით საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციას მიზანშეწონილად მიაჩნია განაცხადოს შემდეგი:
3 დეკემბერი 2015 -
02 დეკემბერი 2015
იწყება მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება!
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრებას.
გასაუბრება დაიწყება 2015 წლის 3 დეკემბრიდან. გასაუბრების ინდივიდუალურ დროსთან დაკავშრებით კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
იხილეთკანდიდატებთან გასაუბრების გრაფიკი.
2 დეკემბერი 2015 -
27 ნოემბერი 2015
2015 წლის 30 ნოემბერს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა
2015 წლის 30 ნოემბერს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხილეთდღის წესრიგითანდართული ფაილის სახით.
27 ნოემბერი 2015