ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უკრაინის დელეგაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს შეხვდა

11 დეკემბერი 2015

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სასამართლო რეფორმის საკითხებზე რეგიონული დიალოგის შესახებ პროექტში მონაწილე უკრაინის დელეგაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა.

კიევის დელეგაციის შემადგნლობაში იყვნენ: ქ-ნი აქსანა მარჩენკო-კიევის კომერციულ საკითხთა სასამართლოს მოსამართლე; ბ-ნი ალექსანდრე სასევიჩი-ლვოვის რაიონული ადმინისტრაციული სასამართლოს  მოსამართლე; ქ-ნი ოლენა პონომარენკო -  უკრაინის მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის სამდივნოს უფროსი და ქ-ნი პოლინა კაზაკევიჩი - უკრაინის მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი.

საქართველო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ დელეგაციის წევრებს გააცნო სასამართლო რეფორმის პრიორიტეტები.

შეხვედრის დროს მხარეებმა საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს, კერძოდ, ისაუბრეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრუქტურაზე, სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის მთავარ მიმართულებებზე და რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე.