სიახლეები
-
25 ნოემბერი 2016
2016 წლის 28 ნოემბერს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა!
2016 წლის 28 ნოემბერს 15:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხ. დღის წესრიგი.
25 ნოემბერი 2016 -
ევროპის საბჭოში საქართველოსთვის 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს
2016 წლის 15 ნოემბერს ქ. სტრასბურგში ევროპის საბჭოში გამართულ შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ევროპის საბჭოს მიერ საქართველოში განსახორციელებელ პროექტებს, რომელთა მიზანია ქართულ მხარესთან თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებებით.
21 ნოემბერი 2016 -
21 ნოემბერი 2016
ინფორმაცია!!!
2016 წლის 21 ნოემბერს დაგეგმილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გადაიდო 2016 წლის 28 ნოემბრისათვის.
21 ნოემბერი 2016 -
18 ნოემბერი 2016
2016 წლის 21 ნოემბერს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2016 წლის 21 ნოემბერს 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.
დღის წესრიგიიხილეთ თანდართული ფაილის სახით.
18 ნოემბერი 2016 -
17 ნოემბერი 2016
ინფორმაცია!!!
2016 წლის 18 ნოემბერს დაგეგმილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გადაიდო 2016 წლის 21 ნოემბრისათვის.
17 ნოემბერი 2016 -
მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
2016 წლის 17 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტისპირველისამუშაო ჯგუფის -სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ხელმძღვანელობდა სამუშაო ჯგუფის მომხსენებელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ქალბატონი ევა გოცირიძე. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო გვენეტაძე, სამთავრობო,არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამუშაო ჯგუფის წევრებს ქალბატონმა ევა გოცირიძემ მის მიერ მომზადებული პროექტი წარუდგინა, რომელშიც ძირითადი პრინციპები, ხედვები და მიმართულებებია წარმოდგენილი.სამუშაო ჯგუფის წევრებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები დოკუმენტის სრულყოფასთან დაკავშირებით.
17 ნოემბერი 2016