ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ევროპის საბჭოში საქართველოსთვის 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს

21 ნოემბერი 2016

2016 წლის 15 ნოემბერს ქ. სტრასბურგში ევროპის საბჭოში გამართულ შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ევროპის საბჭოს მიერ საქართველოში განსახორციელებელ პროექტებს, რომელთა მიზანია ქართულ მხარესთან თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებებით.

სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩართულმა  სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა და ევროპის საბჭოს პროექტების კოორდინატორებმა დეტალურად ისაუბრეს გეგმის მიხედვით გათვალისწინებულ პროექტებზე და   იმედი გამოთქვეს, რომ  ევროპის საბჭოს წევრი და დამკვირვებელი ქვეყნები მხარს დაუჭერენ აღნიშნული პროექტების განხორციელებას.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა და გენერალური მდივნის მოადგილემ გაბრიელა ბატაინი-დრაგონიმ ასევე, განიხილეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების შესრულების მიმდინარეობა.  გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა საქართველოს პროგრესი დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით.