ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

17 ნოემბერი 2016

2016 წლის 17 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში  მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის პირველი სამუშაო ჯგუფის -  „სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა“  შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ხელმძღვანელობდა სამუშაო ჯგუფის მომხსენებელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ქალბატონი ევა გოცირიძე. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო გვენეტაძე,  სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სამუშაო ჯგუფის წევრებს ქალბატონმა ევა გოცირიძემ მის მიერ მომზადებული პროექტი წარუდგინა, რომელშიც  ძირითადი პრინციპები, ხედვები და მიმართულებებია წარმოდგენილი.  სამუშაო ჯგუფის წევრებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები დოკუმენტის სრულყოფასთან დაკავშირებით.