სიახლეები
-
26 ივნისი 2018
2018 წლის 2 ივლისს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2018 წლის 2 ივლისს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.
იხ. დღის წესრიგი.
26 ივნისი 2018 -
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები რუსთავის საქალაქო სასამართლოს სტუმრობდნენ
ზაზა ხარებავა, ლევან გზირიშვილი და შოთა ქადაგიძე სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს შეხვდნენ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამია ფხაკაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში სასამართლოში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
26 ივნისი 2018 -
7 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ გამწესდა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული შვიდი მოსამართლე უვადოდ გაამწესა. ღია კენჭისყრაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13 წევრი მონაწილეობდა.
25 ივნისი 2018
თანამდებობაზე დაინიშნენ ის მოსამართლეები, რომლებიც 2015 წლის 1 აგვისტოდან გამწესდნენ თანამდებობაზე 3 წლის გამოსაცდელი ვადით. -
25 ივნისი 2018
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის 25 ივნისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 131 მუხლის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლის შესაბამისი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე, თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, დანიშვნის საკითხის ინიცირების თაობაზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე.
25 ივნისი 2018 -
22 ივნისი 2018
2018 წლის 25 ივნისს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2018 წლის 25 ივნისს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.
იხ. დღის წესრიგი.
22 ივნისი 2018 -
22 ივნისი 2018
ინფორმაცია კენჭისყრის ჩატარების შესახებ
2018 წლის 25 ივნისს ჩატარდება კენჭისყრა იმ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების მიზნით, რომლებიც 2015 წლის 1 აგვისტოდან გამწესდნენ თანამდებობაზე 3 წლის ვადით "საერთო სასამართლების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
22 ივნისი 2018