იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული შვიდი მოსამართლე უვადოდ გაამწესა. ღია კენჭისყრაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13 წევრი მონაწილეობდა.
თანამდებობაზე დაინიშნენ ის მოსამართლეები, რომლებიც 2015 წლის 1 აგვისტოდან გამწესდნენ თანამდებობაზე 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
უვადოდ გამწესებული მოსამართლეები არიან:
ნანა აფციაური, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, 12 მომხრე, ერთი წინააღმდეგი.
ეკატერინე კულულაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - 13 მომხრე.
დავით კურტანიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია -13 მომხრე.
ქეთევან მინაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია - 12 მომხრე, ერთი წინააღმდეგი.
თამარ ოქროპირიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია -13 მომხრე.
ანა ჩხეტია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია - 13 მომხრე.
დავით წერეთელი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია -12 მომხრე.