ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება

25 ივნისი 2018

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის 25 ივნისს, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 131 მუხლის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლის შესაბამისი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე, თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, დანიშვნის საკითხის ინიცირების თაობაზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე.

აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის მსურველმა მოსამართლეებმა შესაბამისი განაცხადი უნდა წარმოადგინონ მიმდინარე წლის 25 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. განაცხადი შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მატერიალური სახით ან გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: t.japaridze@hcoj.gov.ge; t.magradze@hcoj.gov.ge; e.katamadze@hcoj.gov.ge.