სიახლეები
-
31 ივლისი 2018
გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფისთვის მიმართვის მსურველ გამოსაცდელთა საყურადღებოდ
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპზე მიღებული შედეგით უკმაყოფილო გამოსაცდელების საყურადღებოდ, გთხოვთ, წინასწარ დარეკოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მითითებულ ნომრებზე 595850395; 595223599
31 ივლისი 2018 -
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა დასრულდა.2018 წლის 28 ივლისს ჩატარდა გამოცდის მეორე - წერითი ეტაპი. მეორე ეტაპზე მონაწილეობა მიიღო 92 გამოსაცდელმა.
წერითი გამოცდის შედეგები გამოსაცდელებს, საბოლოო შეფასების მიღების შემდეგ, ავტომატურად ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიეწოდათ აპლიკანტის პორტალის მეშვეობით.
გამოცდა წარმატებით 52-მა გამოსაცდელმა ჩააბარა, აქედან: 1-მა საერთო სპეციალიზაციით, 16-მა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით და 35-მა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
30 ივლისი 2018 -
28 ივლისი 2018
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი დასრულებულია
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი დასრულებულია.
გამოცდაში 92 პირი მონაწილეობდა- საერთო სპეციალიზაციით -2, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით - 65 და სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით 25 გამოსაცდელი.
28 ივლისი 2018
წერითი გამოცდა 6 საათი გაგრძელდება. გამოცდის ელექტრონულმა სისტემამ უზრუნველყო თითოეული გამოსაცდელისათვის საგამოცდო ტესტის ინდივიდუალურად შედგენა. -
27 ივლისი 2018
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი 28 ივლისს გაიმართება
გამოცდაზე დაიშვებიან ის პირები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ტესტური გამოცდა - ასეთია 92 გამოსაცდელი. საერთო სპეციალიზაციით -2, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით - 65 და სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით 25 გამოსაცდელი.
27 ივლისი 2018 -
25 ივლისი 2018
2018 წლის 30 ივლისს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2018 წლის 30 ივლისს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.
იხ. დღის წესრიგი.
25 ივლისი 2018 -
სასამართლო სისტემის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
ღონისძიება უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ გახსნეს. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა, რენატე ვინტერმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, კრისტიან ურსემ.
25 ივლისი 2018