ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სასამართლო სისტემის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

25 ივლისი 2018

ღონისძიება უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ გახსნეს. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა, რენატე ვინტერმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, კრისტიან ურსემ.

 

სასამართლო სისტემის საქმიანობის ერთწლიან ანგარიშს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მოსამართლეები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა, საქართველოში აშშ-ს საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ერთწლიანი ანგარიში სასამართლო სისტემის ოთხ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას ეხება: დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების , სასამართლო სისტემის ხარისხის და ეფექტიანობის, ასევე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

 

პრეზენტაცია ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის (EU4), ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლოს რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (CoE) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდის (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა.

 

სასამართლო სისტემამ 2017-2021 სტრატეგია და 2-წლიანი სამოქმედო გეგმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით შეიმუშავა.

შესრულებული აქტივობების შესახებ მოკლე ინფორმაცია იხილეთ ბმულზე