ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - ზუგდიდის, ზუგდიდის, მესტიის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
სასამართლოს შემადგენლობაში 6 მოსამართლეა, მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას ახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს აპარატი განისაზღვრება 35 საშტატო ერთეულით.