ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნინო ჭაბუკიანი

ნინო ჭაბუკიანი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1992 წლის 21 თებერვალს ცაგერში

განათლება

2010 წელს დაამთავრა ცაგერის N 1 საჯარო სკოლა

2014 წელს დაამთავრა სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა

2016 წელს დაამთავრა შპს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურა

2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი

სამუშაო გამოცდილება

2015 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების სხდომის მდივანი

2015-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოს სხდომის მდივანი

2019-2022 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის სხდომის მდივანი

2022-2023 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მოსამართლის თანაშემწე

2024 წლის დეკემბრიდან არის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე