პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1976 წლის 16 მაისს.
განათლება
1993 წელს დაამთავრა ქუთაისის მე-8 საშუალო სკოლა (ქუთაისის საღამოს მე-2 საშუალო სკოლა).
1999 წელს დაამთავრა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი.
2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საერთო საკვალიფიკაციო გამოცდა.
2016-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
1999-2002 წლებში მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოში სხდომის მდივნად.
2002-2007 წლებში იყო საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე.
2007-2019 წლებში იყო მოსამართლის თანაშემწე ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
2019 წლის ივნისიდან არის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2021 წლის დეკემბრიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში.