ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირაკლი აბშილავა

ირაკლი აბშილავა

ირაკლი აბშილავა

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1977 წლის 11 ივლისს ქ. სენაკში.

განათლება

1994 წელს დაამთავრა ქ. სენაკის N 3 საშუალო სკოლა.

2000 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

სამუშაო გამოცდილება

2000-2004 წლებში იყო თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

2004 წლის ივნისიდან სექტემბრამდე მუშაობდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის ზონალური საგადასახადო ინსპექციაში იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

2006 წლის თებერვლიდან აგვისტომდე იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩეველი.

2006-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოში მრჩევეველის თანამდებობაზე.

2007-2012 წლებში იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2012 წლიდან არის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

2013 წლის ივნისიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში.

2016 წლის ივლისიდან არის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.