ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.
ბათუმის საქალაქოს შემადგენლობაში 12 მოსამართლეა. სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში-4, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში-4, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში-2 მოსამართლე. ამასთან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობაშია 1 მაგისტრატი მოსამართლე, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის შემადგენლობა განისაზღვრება 48 საშტატო ერთეულით.