ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხათუნა ბოლქვაძე

ხათუნა ბოლქვაძე

ხათუნა ბოლქვაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1975 წლის 22 იანვარს ხულოს რაიონში.

განათლება

1992 წელს დაამთავრა ხულოს რაიონის საშუალო სკოლა.

1997 წელს დაამთავრა ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2005 წლის ივნისში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

სამუშაო გამოცდილება

1998-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის აჭარის განყოფილებაში სახელმწიფო ინსპექტორად.

1999 წლიდან მუშაობდა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2005-2009 წლებში იყო ხულოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2005 წლის ოქტომბრიდან მივლინებულ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2009-2012 წლებში იყო ლენტეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მოვლინებული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.

2012-2015 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2016 წლის იანვრიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ვადის მიღწევამდე.