ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჯუმბერ ბეჟანიძე

ჯუმბერ ბეჟანიძე

ჯუმბერ ბეჟანიძე

მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1964 წლის 1 მაისს შუახევის რაიონის სოფ. ჭვანაში.

განათლება

1980 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა.

1990 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1992 წლიდან ლექციების კურსს კითხულობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ადმინისტრაციულ სამართალში.

1992-1994 წლებში მუშაობდა აჭარის ა.რ. იუსტიციის სამინისტროში ჯერ კონსულტანტის, შემდეგ კი წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.

1994-1999 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონის მოსამართლე.

1999-2005 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2004 წელს იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.

2008 წელს მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში.

2009 წლის ოქტომბრიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2021 წლის დეკემბრიდან დაკისრების საფუძველზე ასრულებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას.