ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ალექსანდრე გოგუაძე

ალექსანდრე გოგუაძე

ალექსანდრე გოგუაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

1978 წელს დაამთავრა სამტრედიის N 3 საშუალო სკოლა.

1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

განათლება

1981 წელს მუშაობდა „საქსოფლდამზადების“ სამტრედიის რ/განყოფილების კადრების ინსპექტორის თანამდებობაზე.

1987 წელს დაინიშნა სამტრედიის რაიონის პროკურატურის სტაჟიორად.

1988-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე: ამბროლაურის რაიონის პროკურატურის გამომძიებლად; ცხაკაიას რაიონის პროკურატურის გამომძიებლად; სამტრედიის სარაიონთაშორისო პროკურატურის უფროს გამომძიებლად; სამტრედიის სარაიონთაშორისო პროკურორის თანაშემწედ; სამეგრელოს სამხარეო პროკურატურის საერთო ზედამხედველობის ხაზით უფროს თანაშემწედ; სამეგრელო-ზემოსვანეთის საოლქო პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხაზით უფროს თანაშემწედ;

1999-2009 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2013-2016 წლებში მუშაობდა ფოთის რაიონულ პროკურორად.

2016 წლის თებერვლიდან-მაისამდე მუშაობდა ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად.

2016-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატში.

2018-2019 წლებში იყო სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე აბაშის მუნიციპალიტეტში.

2018 წლის იანვრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2019 წლის სექტემბრიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლე.