ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

2005 წლის პირველ ნახევარში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, 1 ნოემბრიდან ამოქმედდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ინსტანცია, რითაც ძირეულად შეიცვალა საოლქო სასამართლოების მოდელი. ყველა საქმეს სასამართლო განიხილავს მხოლოდ აპელაციის წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება ამბროლაურის, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ოზურგეთის, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ცაგერის, ხელვაჩაურის რაიონული და ბათუმის, ფოთისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობაში საშტატო ნუსხით 22 მოსამართლეა. დღეისათვის სამოქალაქო საქმეთა პალატაში - 7, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში - 4, სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში - 4, და საგამოძიებო კოლეგიაში - 1 მოსამართლე ახორციელებს უფლებამოსილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აპარატი განისაზღვრება 68 საშტატო ერთეულით.