პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1961 წლის 7 სექტემბერს ქ. ქარელში.
განათლება
1978 წელს დაამთავრა ქ. ქარელის N 2 საშუალო სკოლა.
1985 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1985-1987 წლებში განაწილებით მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თავმჯდომარესთან არსებული კონტროლის ინსპექციის ინსპექტორად, უფროს ინსპექტორად, კონსულტანტად.
1987-1999 წლებში იყო ქარელის რაიონის სასამართლოს მოსამართლე.
1999-2007 წლებში იყო ქარელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
2007-2012 წლებში იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ხაშურის რაიონულ სასამართლოში.
2012-2023 წლებში იყო ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2023-2024 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე და თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2024 წლის 10 ოქტომბრიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.