ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მალხაზ ოქროპირაშვილი

მალხაზ ოქროპირაშვილი

მალხაზ ოქროპირაშვილი

მოსამართლე, საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1972 წლის 9 ოქტომბერს ქ. ქუთაისში.

განათლება

1989 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის N 17 საშუალო სკოლა.

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი.

2005 წლის ივნისში წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

სამუშაო გამოცდილება

1992 წლის იანვრიდან მაისამდე მუშაობდა ქუთაისის სასამართლოში სასამართლოს აღმასრულებლად.

1992-1999 წლებში მუშაობდა ქუთაისის სასამართლოში სხდომის მდივნად.

1999-2005 წლებში მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2005-2007 წლებში იყო აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2007-2015 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2007-2008 წლებში მივლინებული იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლისა და სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განსახორციელებლად.

2008-2015 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

2017 წლიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.

2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.