მცხეთის გაერთიანებული რაიონული სასამართლო ამოქმედდა 2006 წლის 18 სექტემბრიდან.
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - მცხეთის, მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაშია 4 მოსამართლე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში-2, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2 მოსამართლე. მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას ახორციელებს ახალგორის მუნიციპალიტეტში, თიანეთის , 1-დუშეთისა და 1-ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.
მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს აპარატი განისაზღვრება 37 საშტატო ერთეულით.