პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1983 წლის 31 მაისს ქ. თბილისში.
განათლება
2000 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 158 საშუალო სკოლა;.
2005 წელს დაამთვრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართლისმცოდნეობის სპეციალობით.
2011-2012 წლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაირა სამოსამართლეო სწავლების კურსი.
სამუშაო გამოცდილება
2003 წელს მცხეთის რაიონულ სასამართლოში მუშაობდა მოსამართლის თანაშემწედ.
2003-2005 წლებში მუშაობდა იურიდიული კავშირი ,,თანამდგომში” ადვოკატის თანაშემწედ.
2005 წელს მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სხდომის მდივნად.
2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომის მდივნად.
2006-2011 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2012-2019 წლამდე იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დმანისის მუნიციპალიტეტში.
2019-2023 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2023 წლის თებერვლიდან გამწესებულია მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.