პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1961 წლის 28 თებერვალს.
განათლება
1978 წელს დაამთავრა დაბა დიდი ლილოს საშუალო სკოლა.
1984 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იყო ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ი. გოგებაშვილის სახელობის სტიპენდიანტი.
სამუშაო გამოცდილება
1984-1985 წლებში მუშაობდა განაწილებით, სტაჟიორ-გამომძიებლად ქ. რუსთავის პროკურატურაში.
1985 წლის ივნისიდან ნოემბრამდე ქ. რუსთავის პროკურატურაში იყო უფროსი გამომძიებლის სტაჟიორი.
1985 -1986 წლებში მუშაობდა ქ. რუსთავის პროკურატურაში უფროს გამომძიებლად.
1986-1987 წლებში იყო ქ. რუსთავის პროკურორის თანაშემწე.
1987-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს პროკურორად.
1992-1999 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ისნის რაიონის პროკურორის თანაშემწედ.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 29 აპრილის N196 ბრძანებულებით დაინიშნა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
2005 წელს დაეკისრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.
2009-2013 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2013-2020 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე თიანეთის მუნიციპალიტეტში.
2020 წლიდან არის მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.