თბილისის საქალაქო სასამართლო ამოქმედდა 2005 წლის 15 მაისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობაში საშტატო ნუსხით 123 მოსამართლეა. დღეისათვის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში - 30, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში - 50 და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში - 28 და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომისა კოლეგიაში - 15 მოსამართლე ახორციელებს უფლებამოსილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატი განისაზღვრება 497 საშტატო ერთეულით.