პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1981 წლის 24 აპრილს ქ. სოხუმში.
განათლება
2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.
2005 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
2007 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
2009-2010 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2011-2015 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
2012 წლიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი კერძო სამართლის მიმართულებით.
2012 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა საგანმანათლებლო უმაღლეს დაწესებულებებში.
მონაწილეობა აქვს მიღებული დამატებითი პროფესიული განათლების ტრეინინგებსა და სემინარებში.
2015 წლიდან არის ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.
გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები.
არის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის სტიპენდიატი.
სამუშაო გამოცდილება
2001-2004 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალისტად.
2005-2006 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ა/რ უმაღლეს სასამართლოში სხვადასხვა პოზიციაზე.
2006-2009 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2011-2015 წლებში მუშაობდა იურიდიულ კომპანიაში ”ერისთავი და პარტნიორები” უფროსი იურისტის, შემდეგ კი ასოცირებული პარტნიორის პოზიციაზე.
2012-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს დირექტორთა ინსტიტუტში იურისტის პოზიციაზე.
2015 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.