პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1973 წლის 1 იანვარს ქარელის რაიონის სოფ. რუისში.
განათლება
1990 წელს დაამთავრა რუისის N 2 საშუალო სკოლა.
1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1999 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.
2005 და 2013 წლებში ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2014 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
1999-2003 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ.
2003-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.
2005-2014 წლებში, მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა პალატასა და საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლედ.
2015-2016 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.
2016-2019 წლამნდე იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2019 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.