ბოლნისის გაერთიანებული რაიონული სასამართლო ამოქმედდა 2009 წლის 2 დეკემბრიდან.
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ბოლნისის, დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაში 5 მოსამართლეა. მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას ახორციელებს მარნეულის მუნიციპალიტეტში -1 და დმანისის მუნიციპალიტეტში.
მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს აპარატი განისაზღვრება 32 საშტატო ერთეულით.