პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1974 წლის 20 დეკემბერს ქ. თბილისში.
განათლება
1991 წელს დაამთავრა ქ. საგარეჯოს N 4 საშუალო სკოლის ექსპერიმენტალური კურსი.
1996 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.
2012-2013 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
მიღებული აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სერთიფიკატი.
სამუშაო გამოცდილება
1996-1997 წლებში მუშაობდა საგარეჯოს რაიონის პროკურატურაში გამომძიებლად.
1997-2001 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის გამომძიებლად.
2001-2002 წლებში მუშაობდა საგარეჯოს რაიონული პროკურატურაში პროკურორის მოადგილედ.
2002-2003 წლებში მუშაობდა კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად.
2003-2007 წლებში მუშაობდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორად.
2007-2012 წლებში მუშაობდა აჭარის ა/რ პროკურატურაში ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსად.
2014-2016 წლებში მუშაობდა აჭარის ა/რ პროკურატურაში უფროს პროკურორად.
2016 წლის იანვრიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2020 წლის ივლისიდან არის ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.