ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვლადიმერ წითლაური

ვლადიმერ წითლაური

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1990 წლის 27 თებერვალს ქ. კასპში

განათლება

2007 წელს დაამთავრა ქ. კასპის  სოფ. სამთავისის საჯარო სკოლა

2012 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

2014 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრატურა

2023 წელს დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტურა

2019 წელს გაიარა ტრენინგი - სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება

2021 წელს გაიარა ლექტორის (ინსტრუქტორის) მომზადების კურსი

2021 წელს გაიარა ტრენინგები შსს-ს მენეჯმენტის საკითხებში და შსს-ს სპიკერებისთვის - სისხლისსამართლებრივი დევნის და გამოძიების მხარდაჭერის ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებით

2022 წელს გაიარა ტრენინგი - სასაზღვრო და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების მეთოდიკა

2023 წელს გაიარა ტრენინგი - გამოძიების ჩატარების ტექნიკა ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეებზე

ასევე, გავლილი აქვს შემდეგი ტრენინგები - სასაზღვრო დანაშაული; ცეცხლსასროლი იარაღის ტაქტიკური მომზადება; დაკითხვის ტაქტიკა და ადვოკატირების უნარ-ჩვევები; 

2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი

სამუშაო გამოცდილება

2010 წელს იყო სტაჟიორი საქართველოს უზენაეს სასამართლოში

2011-2012 წლებში იყო სტაჟიორ-გამომძიებელი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოში

2014 წლიდან დღემდე ეწევა ლექტორის საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში

2013-2014 წლებში იყო გამომძიებელი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოში

2014-2015 წლებში იყო საგამოძიებ განყოფილების უფროსი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოში

2018-2023 წლებში იყო საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე და შემდგომ სამმართველოს უფროსი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში

2023-2024 წლებში იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში

2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით