პირადი ინფორმაცია:
დაიბადა 1972 წლის 27 იანვარს სამტრედიაში
განათლება:
1991-1998 წლებში სწავლობდა ქ.თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის სპეციალობით
2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა
2005 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა
სამუშაო გამოცდილება:
1994-1999 წლებში მუშაობდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს აღმასრულებლად
1999-2009 წლებში მუშაობდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ
2014-2015 წლებში მუშაობდა შპს ,,საგზაო მშენებლობა - ალტკომის“ ფილიალში იურისტად
2009-2017 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ახორციელებდა საადვოკატო საქმიანობას
2017-2021 წლებში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად
2021-2022 წლებში მუშაობდა დაცული ტერიტორიების სააგენტოში კონსულტანტად
2023 წლის აგვისტოდან არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარე